ბათუმში მიმდინარე სეზონზე გრიპის გართულებებით ოთხი ადამიანია გარდაცვლილი
ბათუმში მიმდინარე სეზონზე გრიპის გართულებებით ოთხი ადამიანია გარდაცვლილი

ბათუმში მიმდინარე სეზონზე H1N1 ვირუსით ოთხი ადამიანია გარდაცვლილი, შემთხვევები ლაბორატორიულად არის დადასტურებული, – ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.

ცენტრში აცხადებენ, რომ აჭარაში ამ დროისთვის გრიპის გართულებებით სულ 100 მოქალაქე გადის ჰოსპიტალურ მკურნალობას, აქედან 14 მოქალაქე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

„აჭარაში გრიპის სეზონზე ლაბორატორიულად დადასტურებული H1N1 ვირუსის შედეგად ოთხი ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა. ისინი მაღალ რისკჯგუფებს მიეკუთვნებოდნენ. ამ დროისათვის აჭარაში ჰოსპიტალურ მკურნალობას 100 მოქალაქე გადის, აქედან 14 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მოვუწოდებ მოქალაქეებს, დროულად მიმართონ კლინიკებს“, – აცხადებენ უწყებაში.

დატოვე კომენტარი