ბათუმში ოპოზიციის დღევანდელი აქცია პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებმაც დატოვეს, რის მიზეზადაც ტრანსპარანტები „მიშა, ჩამოდი“ დაასახელეს
ბათუმში ოპოზიციის დღევანდელი აქცია პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებმაც დატოვეს, რის მიზეზადაც ტრანსპარანტები „მიშა, ჩამოდი“ დაასახელეს

ბათუმში ოპოზიციის დღევანდელი აქცია ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებმაც დატოვეს. მიზეზი ტრანსპარანტები „მიშა ჩამოდი“ გახდა. განმარტება აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გენრი დოლიძემ გააკეთა.

„ყველა პარტიას აქვს შიდა პარტიული მიზანი და ასევე გვაქვს ერთი, საერთო მიზანი განმეორებითი არჩევნები. ჩვენ ვუერთდებით საერთო მოთხოვნებს. დღევანდელმა აქციამ სხვა სახე მიიღო, ერთი პარტიის რელსებისკენ მიემართებოდა და ჩვენ გავემიჯნეთ. „მიშა ჩამოდის“ ლოზუნგს არ ვუერთდებით“, – განაცხადა დოლიძემ.

ბათუმში მიმდინარე დღევანდელი აქცია ასევე დატოვეს „ლელოს“ წარმომადგენლებმაც, თუმცა მათ ჯერ აღნიშნულის კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებიათ.