ბათუმში მიკროავტობუსი ახალგაზრდა ქალს შეეჯახა
ბათუმში მიკროავტობუსი ახალგაზრდა ქალს შეეჯახა

ბათუმში, აღმაშენებლისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაზე, მიკროავტობუსი ახალგაზრდა ქალს შეეჯახა.

როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ბათუმიდან იტყობინება, დაშავებული 18-წლამდე გოგონაა.

„18-წლამდე გოგონას გაუწია ჩვენმა ჯგუფმა დახმარება.  დაშავებულს დაჟეჟილობები და სხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა და იგი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადავიყვანეთ. წინასწარი დათვალიერებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია”, – განაცხადა პირველ არხთან ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სს კოდექსის 176-ე მუხლით მიმდინარეობს