ბათუმში მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს
ბათუმში მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

„ნაციონალური მოძრაობა“, თბილისის პარალელურად, აქციას ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობის წინ მართავს.

აქციის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში, სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაა.

„საქართველო უნდა იყოს ცივილიზებული სამყაროს გვერდით, ეს კი ვერ მოხერხდება, თუ მიშას ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება. ევროპარლამენტმა მოუწოდა ბიძინა ივანიშვილს, და ჩვენც მოვითხოვთ, სასწრაფოდ გაათავისუფლოს პირადი პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილი“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი ელგუჯა ბაგრატიონი.