ბათუმში მედიის წარმომადგენელთა საპროტესტო აქცია გაიმართება
ბათუმში მედიის წარმომადგენელთა საპროტესტო აქცია გაიმართება

ბათუმში დღეს მედიის წარმომადგენელთა საპროტესტო აქცია გაიმართება. 15:00 საათზე ისინი ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან.

აქციაში მონაწილეობას აანონსებს რეგიონში მოქმედი ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტი და ოპერატორი.

აქციის მონაწილეები გააკეთებენ ერთობლივ განცხადებას, გააპროტესტებენ ჟურნალისტებისა და, ზოგადად, მოქალაქეების მიმართ ძალადობის ფაქტებს და კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ სოლიდარობას დაშავებულ კოლეგებს.