ბათუმში მძღოლები საწვავზე ფასების ზრდას აპროტესტებენ
ბათუმში მძღოლები საწვავზე ფასების ზრდას აპროტესტებენ

ბათუმში საწვავზე ფასების ზრდას აპროტესტებენ. მსუბუქი ავტომობილების მძღოლები ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში აქცია-მსვლელობას მართავენ. ისინი ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას ითხოვენ.

„ვართ მეგობრები. საწვავის ფასი თითქმის სამი ლარი გახდა, რაც არაადეკვატურია. აქ, ძირითადად, არიან ახალგაზრდები და მათი შემოსავალი ამ ფასს ვერ წვდება. ვითხოვთ ხელისუფლებისგან რეაგირებას. რატომ უნდა იყოს სხვა ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან გაცილებით ძვირი“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, დავით გერგედავამ.

მძღოლები ამბობენ, რომ აქცია სპონტანურად დაგეგმეს, სამომავლოდ კი უფრო ფართომასშტაბიან პროტესტს არ გამორიცხავენ.