ბათუმში მაშველმა 15 წლის ბიჭი გადაარჩინა [ვიდეო]

ბათუმში მაშველმა 15 წლის ბიჭი გადაარჩინა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მოზარდი ზღვის სანაპიროდან 30-40 მეტრის მოშორებით იყო შესული და დახმარებას ითხოვდა.

ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება