ბათუმში, მაშველებმა ზღვიდან 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს
ბათუმში, მაშველებმა ზღვიდან 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს

ბათუმში, მაშველებმა ზღვიდან 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ცხედარს ექსპერტიზაზე გადაასვენებენ.

პირველადი ინფორმაციით, ცხედარს ძალდობის კვალი არ აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.