ბათუმში მარკეტ „ფარფურის“ დაწვა სცადეს
ბათუმში მარკეტ „ფარფურის“ დაწვა სცადეს

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე სუპერმარკეტ „ფარფურის“ დაწვა სცადეს. მარკეტის თანამშრომლები მედიასთან არ საუბრობენ. ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, დღეს, დაახლოებით დილის ექვს საათზე დაუდგენელმა პირებმა სასურსათო მაღაზიის შუშა ჩაამტვრიეს და მაღაზიის დაწვა სცადეს.

ეს არ არის მაღაზიაზე თავდასხმის პირველი მცდელობა. ვრცელდება სათვალთვალო ვიდეოკამერიდან ამოღებული კადრები, სადაც ჩანს, რომ იმავე ქსელის სხვა მაღაზიაში, კერძოდ აეროპორტის გზატკეცილზე, ნიღბიანი პირები შეიჭრნენ ობიექტზე და ცეცხლი გააჩინეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი