ბათუმში „მარიოტის“ ბრენდის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ბათუმში „მარიოტის“ ბრენდის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

ბათუმში „მარიოტის“ (Marriot) ბრენდის უმაღლესი კატეგორიის სასტუმრო „ლე მერიდიენ“ (Le Meridien) ოფიციალურად გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო.

სასტუმრო 105 ნომრით, ღია და დახურული აუზით, სპა და ფიტნეს ცენტრით, რამდენიმე რესტორნით, ლაუნჯითა და საკონფერენციო დარბაზებით სტუმრებს დღეიდან მიიღებს. შენობის პროექტი ორი ნაწილისგან შედგება. ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც „ბათუმი თაუერის“ სახელითაა ცნობილი, 35 სართულიანია, მოიცავს რეზიდენციებსა და სამორინეს.

ბათუმი თაუერის შენობა, დეველოპერულმა კომპანია „რედკომ“ 25 მილიონ დოლარად შეიძინა. ინვესტიციის ჯამურმა ოდენობამ 80 მილიონი დოლარს მიაღწია.

205 მეტრი სიმაღლის შენობა კავკასიაში ყველაზე მაღალი შენობაა.

სასტუმრო „თიბისის“ მხარდაჭერით გაიხსნა. ტურიზმის სფეროში ჯამში ბანკმა 800 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. კორპორატიული სექტორის დაფინანსება აჭარაში ბანკმა გასულ წელს 72 პროცენტით გაზარდა.