ბათუმში მამაკაცმა მეუღლე დაჭრა

11:56, 31.08.2019

ბათუმში, ბონის დასახლებაში ქმარმა ცოლი დაჭრა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

30 წლამდე ქალს ცივი იარაღით კისრის არეში ორი ჭრილობა აქვს მიყენებული. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა. მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი