ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში 85 მილიონი ლარის საინვესტიციო პროექტი ხორციელდება
ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში 85 მილიონი ლარის საინვესტიციო პროექტი ხორციელდება

ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში 85 მილიონი ლარის საინვესტიციო პროექტი ხორციელდება.

„მზიური გარდენსის“ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი CROWNE PLAZA განახორციელებს. პროექტი ბრიტანული ინვესტიციით ხორციელდება.

„მზიური გარდენსის“ მშენებლობის პროცესში დასაქმებულია 300 მდე ადამიანი. კომპლექსის მშენებლობის პროცესს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაეცნო.

„პანდემიის მიუხედავად სამშენებლო სექტორი აქტიურად აგრძელებს პროექტების განხორციელებას ბათუმში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის აღდგენა შევძლოთ სწრაფად როგორც ტურიზმის, ისე სამშენებლო სექტორის მიმართულებით და გვქონდეს კიდევ უფრო მეტი დინამიკა, ვინაიდან ეს ნიშნავს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და შექმნას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კომპანია „მზიური რეზორთი“ ასევე ახორციელებს მახინჯაურის ისტორიულად ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტის განვითარების პროექტს. კომპლექსი 60-ნომრიან სასტუმროს და გამაჯანსაღებელ ცენტრს მოიცავს.

დატოვე კომენტარი