ბათუმში, ლიფტში ქალის დაჭრისთვის 26 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
ბათუმში, ლიფტში ქალის დაჭრისთვის 26 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 26 წლის მამაკაცს, რომელმაც ლიფტში ახალგაზრდა ქალს რამდენიმე დღის წინ მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.

„გამოკითხვის ოქმში ბრალდებული არ ან ვერ აკონკრეტებს ახალგაზრდა ქალზე თავდასხმის მოტივს, ამიტომ უფრო საშიშია საზოგადოებისთვის, ის რჩება წინასწარ პატიმრობაში“, – განაცხადა სასამართლო პროცესზე მოსამართლემ.

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი იცავს. იგი ბრალდებულის ფსიქიატრიულ შემოწმებას ითხოვს.

შემთხვევა ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ მოხდა. ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ქალს უცნობი პირი გაძარცვის მიზნით თავს დაესხა.

ლიფტში დაჭრილი 34 წლის ქალი ამ დრომდე საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს.