ბათუმში, ლიფტის შახტში ცხრა წლის ბავშვი ჩავარდა
ბათუმში, ლიფტის შახტში ცხრა წლის ბავშვი ჩავარდა

ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში ცხრა წლის ბავშვი ჩავარდა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან ჩავარდა.

დაშავებული ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.