ბათუმში მუსლიმი გოგონებისთვის ტრენინგები დაიწყო
ბათუმში მუსლიმი გოგონებისთვის ტრენინგები დაიწყო

ბათუმში „ლიდერ მუსლიმ გოგონათა სკოლა“ გაიხსნა.

როგორც „ქართველ მუსლიმთა კავშირში“ აცხადებენ,  უკვე მეორეს წელია, რაც ორი თვის განმავლობაში სკოლის მონაწილეები მოისმენენ ლექციებს სხვადასხვა თემაზე.

მათივე ინფორმაციით, სკოლის მთავარი მიზანია მუსლიმი გოგონების გააქტიურება სოციალურ, ეკონომიურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ტრენინგები „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ოფისში მიმდინარეობს.

პირველი ლექცია თემაზე „მსოფლიოს ლიდერი ქალები“ დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა წაიკითხა.

“ლიდერ მუსლიმ გოგონათა სკოლა” მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები მუსლიმი გოგონების განათლებას და სხვადასხვა მიმართულებით მათ გააქტიურებას სოციალურ, პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამავე დროს იმ სტერეოტიპების დამსხვრევას, რომელიც არის ზოგადად გამოწვეული რელიგიიდან, თითქოს ქალს არ შეუძლია, საჯარო სამსახურებში სამსახური, ასევე ეზღუდება განათლების უფლება, რაც საერთოდ დაშორებულია ჭეშმარიტ რელიგიურ სწავლებასთან. პროექტში მონაწილეობენ აჭარის, პანკისის და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სტუდენტი გოგონები, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სულ 16 ლექცია-ტრენინგი, რაც ორ თვეს გაგრძელდება. პროექტი მეორედ ხორციელდება, გასულ ზაფხულს 20 მუსლიმმა გოგონამ გაიარა მსგავსი პროგრამა. პროექტს ქართველ ახორციელებს მუსლიმთა კავშირის ქალთა ფრთა“, – განაცხადა „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარემ, ტარიელ ნაკაიძემ.