ბათუმში, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალში ხანძარი გაჩნდა
ბათუმში, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალში ხანძარი გაჩნდა

ბათუმში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დაიწვა. ლუკა ასათიანისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში მდებარე შენობის პირველ სართულზე ხანძარი დილით გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანდა ბანკის ინვენტარი. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.