ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებს კიდევ ერთი ადამიანი ამოჰყავთ
ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებს კიდევ ერთი ადამიანი ამოჰყავთ

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებს კიდევ ერთი ადამიანი ამოჰყავთ. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ამ წუთებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ტარდება.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დღეს ჩამოინგრა. კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს და გადაიყვანეს კლინიკაში.

ამასთან, როგორც შსს-ში აცხადებენ, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ზუსტდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის განცხადებით, ადგილზე მიმდინარეობს ინტენსიური სამაშველო სამუშაოები, მეზობელი რეგიონებიდან კი, დამატებითი ძალები მობილიზდება.