ბათუმში 35 წლამდე მამაკაცი მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა
ბათუმში 35 წლამდე მამაკაცი მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა

ბათუმში 35 წლამდე მამაკაცი  მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღის პირველ ნახევარში ანგისის დასახლებაში მოხდა.

სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ მამაკაცი ადგილზე მისულ მედიკოსთა ბრიგადას გარდაცვლილი დახვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშნებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.