ბათუმში კორონავირუსზე ტესტი დღეს 28 პირს ჩაუტრადება
ბათუმში კორონავირუსზე ტესტი დღეს 28 პირს ჩაუტრადება

ბათუმში დღეს კვლევაში 28 პირი ჩაერთვება. ამასთან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ დღის განმავლობაში გამოსაკვლევ პირთა რაოდენობა გაიზარდოს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, მომდევნო ხუთი დღე შესაძლებელია, აჭარაში კრიტიკული აღმოჩნდეს, რადგან ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით, შემთხვევების რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ამჟამად 30 ინფიცირებული რჩება, რომლებიც კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობს. მათგან მართვით სუნთქვაზეა ორი პირი. მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, საიმედოა 78 წლის მამაკაცის მდგომარეობა, 17 პაციენტს აღენიშნება პნევმონია, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კი, არის შედარებით მსუბუქი. კლინიკაში რჩება გამოჯანმრთელების სტადიაში მყოფი სამი პაციენტიც, მათ ვირუსი არც მეორადი კვლევების შემდეგ აღმოაჩნდათ, თუმცა პნევმონია რჩება, რის გამოც ისინი მკურნალობას კლინიკაშივე განაგრძობენ.