ბათუმში კორონავირუსზე ჩატარებული 24 ტესტიდან ყველა პასუხი უარყოფითია

20:29, 15.05.2020

ბათუმის ცხელების ცენტრებში სხვადასხვა რესპირატორული სიმპტომებით დღეს დილით გადაყვანილ პაციენტებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. სამედიცინო დაწესებულებებს 24-მა პირმა მიმართა. ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია.

რეგიონში 30 აპრილის შემდეგ ინფიცირების შემთხვევა არ გამოვლენილა. სულ ტესტი 8600-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.

ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები.

მსგავსი