ბათუმში კორონავირუსზე 60-ზე მეტი ანალიზის პასუხებს ხვალ დილისთვის ელოდებიან
ბათუმში კორონავირუსზე 60-ზე მეტი ანალიზის პასუხებს ხვალ დილისთვის ელოდებიან

ბათუმში ხვალ დილისთვის კიდევ 60-ზე მეტი ანალიზის პასუხებს ელოდებიან, თუმცა ლუგარის ლაბორატორიაში არ გამორიცხავენ, ღამის განმავლობაში კიდევ რამდენიმე ათეული ნიმუში შევიდეს გამოსაკვლევად.

ლუგარის ლაბორატორია ბათუმში არეალს აფართოებს. ლაბორატორიის ხელმძღვანელის, ნინო გუგუშვილის განცხადებით, ლაბორატორია არის საკმაოდ დიდი, ამ დღეებში ისინი შეძლებენ დღე-ღამეში სამასამდე ანალიზი გამოიკვლიონ, საჭიროების შემთხვევაში კი დამატებით კიდევ ერთი ლაბორატორია აამოქმედონ.

ლუგარის ლაბორატორიის პარალელურად, ტესტების გამოკვლევები დაიწყო ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოშიც.