ბათუმში კორონავირუსზე 396 პირი გამოიკვლიეს, ანალიზების პასუხი უარყოფითია
ბათუმში კორონავირუსზე 396 პირი გამოიკვლიეს, ანალიზების პასუხი უარყოფითია

დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 71 ინფიცირებულიდან 68 პირი სრულად განიკურნა. გარდაიცვალა ორი. კლინიკა „მედალფაში“ რჩება ორიპაციენტი. მათ შორის ერთი თბილისის საკარანტინო სივრციდან არის გადაყვანილი.

დღევანდელი მონაცემებით, აჭარაში კარანტინში იმყოფება 1140 პირი. ჯამში კარანტინი დატოვა 6476-მა მოქალაქემ.