ბათუმში კორონავირუსზე 100 პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან
ბათუმში კორონავირუსზე 100 პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან

ბათუმის ლაბორატორიაში დღეს 100-ზე მეტი პირის ანალიზი შევიდა. გამოსაკვლევ პირთა შორის 35 ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ტესტების პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

უწყების ინფორმაციით, დღეს საღამოს პარალელურად 12 პირი სწრაფი ტესტით გამოიკვლიეს. კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

ვირუსი არ დაუდასტურდა ასევე გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოკვლეულ 165 პირს, შესაბამისად ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა.

კლინიკა „მედალფაში“ 35 ინფიცირებული რჩება. მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, დანარჩენის კი – საშუალო და მსუბუქი სიმძიმის.