ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

მათივე ინფორმაციით, ბათუმის „მედცენტრში“ 81 წლის მამაკაცი ინსულტის დიაგნოზით შეიყვანეს, მოგვიანებით კი, კორონავირუსი დაუდასტურდა.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 15 327 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 246 პაციენტი და საერთო რაოდენობა 7 613-ს შეადგენს.