ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა
ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

ხუთივე პირს, რომლებსაც დღეს ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა, პნევმონია აქვს.

საუბარია ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულ პაციენტებზე.

თუმცა, როგორც კლინიკის მენეჯერი, ლევან ანთაძე საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის.

კლინიკაში სულ 14 ინფიცირებული წევს.

პაციენტებს პერიოდულად უტარდებათ სხვადასხვა ტიპის გამოკვლევა.

მძიმეა 70 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზე რჩება, სხვა პაციენტების მდგომარეობა კი შედარებით სტაბილურია.