ბათუმში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბათუმში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულია კარანტინში მყოფი პირი, რომელიც საქართველოში უცხო ქვეყნიდან შემოვიდა.

კორონავირუსით ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ამასთან, დღეს ბათუმის „კოვიდცენტრი“ ერთმა გამოჯანმრთელებულმა მოქალაქემ დატოვა.

ჯამში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 18 პაციენტი იმყოფება.