ბათუმში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
ბათუმში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

ბათუმში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევა იმპორტირებულია და „კოვიდ-19“ კარანტინში მყოფ პირს დაუდასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასულ ღამეს ბათუმში კორონავირუსზე 343 პირი გამოიკვლიეს. მათგან ერთი პაციენტის კვლევის პასუხი აღმოჩნდა დადებითი.

მათივე ინფორმციით, აჭარაში სულ სამი ინფიცირებული პირია. ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიან მკურნალობის კურსს.

ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 36 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 22 644 პირს. კარანტინში იმყოფება 1587 პირი.

დატოვე კომენტარი