ბათუმში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბათუმში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმში.

ლუგარის ლაბორატორიაში ვირუსი ახალგაზრდა ქალს დაუფიქსირდა, რომელიც საქართველოში სარფის გავლით სამი დღის წინ შემოვიდა.

„ეს არის იმპორტირებული შემთხვევა. ინფიცირებული კარანტინში იმყოფებოდა, მას სხვა პირებთან შემხებლობა არ ჰქონია“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ.

ინფიცირებული უკვე გადაიყვანეს კლინიკა „მედალფაში“, სადაც დღეის მდგომარეობით 37 პაციენტი მკურნალობს.