ბათუმში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია
ბათუმში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია

ბათუმში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ „კოვიდ 19“-ზე აჭარაში 633 პირი გამოიკვლიეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები 632 შემთხვევაში უარყოფითია, ერთ პაციენტს კი ვირუსი დაუდასტურდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევა იმპორტირებულია. ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

შედეგად, აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა.

ამასთან, ბათუმის ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 40 პირი. მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 25 996 პირს.

დღეს არსებული მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კარანტინში იმყოფება 2 313 პირი. საკარანტინო ზონა აჭარაში დატოვა 9 873-მა პირმა.

საქართველოს ამ დროისთვის კორონავირუსის 968 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 844 პაციენტი გამოჯანმრთელდა.