ბათუმში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელიც სატვირთო ავტომობილის მძღოლია
ბათუმში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელიც სატვირთო ავტომობილის მძღოლია

ბათუმში ახალი კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელიც სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

პაციენტი საკუთარი სურვილით ბათუმის ცხელების ცენტრიდან თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსზე კიდევ 596 პირი გამოიკვლიეს. შედეგი უარყოფითია.

ამჟამად ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრში 10 პაციენტი მკურნალობს.

ე.წ. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 25 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში ახალ კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 35 664 პირს. კარანტინში იმყოფება 2 017 მოქალაქე.