ბათუმში კორონავირუსი ერთი ოჯახის ხუთ წევრს დაუდასტურდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია
ბათუმში კორონავირუსი ერთი ოჯახის ხუთ წევრს დაუდასტურდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია

ბათუმში​ კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა ერთი ოჯახის წევრია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ით იმ მძღოლის ოჯახის წევრები დაინფიცირდნენ, რომელსაც ვირუსი გუშინ დაუდასტურდა.​

ბავშვები, დედასთან და ბებიასთან ერთად, თბილისში არიან გადაყვანილი, ბავშვების დეიდა კი – ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

დღევანდელი შემთხვევის შემდეგ, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხუთი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

დატოვე კომენტარი