ბათუმში კორონავირუსი დედა-შვილს დაუდასტურდა, ისინი კარანტინში იმყოფებოდნენ
ბათუმში კორონავირუსი დედა-შვილს დაუდასტურდა, ისინი კარანტინში იმყოფებოდნენ

ორი პირი, რომელთაც დღეს ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდათ, ერთი ოჯახის წევრები არიან. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ინფიცირებულია 40 წლის დედა და ათი წლის შვილი. ორივე შემთხვევა იმპორტირებულია. მიქელაძის თქმით, დედა-შვილი 4 აპრილს საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა. ისინი დღემდე კარანტინში იმყოფებოდნენ. დღეს მათ ტემპერატურის მატება დაუფიქსირდათ, რის გამოც მოხდა მათი გამოკვლევა.

მინისტრის განცხადებით, დაკვირვება მიმდინარეობს ოჯახის სხვა წევრებზეც, რადგან ინფიცირებულები თურქეთში ოჯახის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ. გამოკვლევას ოთხსულიანი ოჯახის დარჩენილ ორ ორ წევრსაც ჩაუტარებენ.

ამჟამად ინფიცირებული დედა-შვილის მდგომარეობა სტაბილურია, მათ მხოლოდ ცხელება აღენიშნებათ. ისინი „მედალფაში“ გადაიყვანეს. კლინიკაში ჯამში კორონავირუსით ინფიცირებული 16 პაციენტი მკურნალობს.