ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა თურქეთის მოქალაქეს, რომელიც სატვირთო ავტომობილის მძღოლია
ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა თურქეთის მოქალაქეს, რომელიც სატვირთო ავტომობილის მძღოლია

ახალი კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი ბათუმში გამოვლინდა.

„კოვიდ-19“ ბათუმში თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელიც სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული საკუთარი სურვილით სამშობლოში დაბრუნდა და მკურნალობას თურქეთის კლინიკაში გააგრძელებს.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 15 ინფიცირებული რჩება. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მას პნევმონია აღენიშნება, სხვებთან კი, პროცესი თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

საქართველოში დღეს კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, კიდევ ხუთი პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.