ბათუმში კომპანია „სვეტის“ მენაშენეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

11:07, 12.06.2019

ბათუმში კომპანია „სვეტის“ მენაშენეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი ბათუმის მერიის იმ ბრძანების გაუქმებას მოითხოვენ, რომლის მიხედვით თამარის დასახლებაში „სვეტის“ მიერ დაწყებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის დაუსრულებელი მშენებლობის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს.

„სამასამდე ოჯახი ვართ, მშენებლობისთვის შეტანილი გვაქვს თანხა, სახელმწიფომ რეესტრში დაგვარეგისტრირა, როგორც მესაკუთრეები, თუმცა მერე მშენებლობა უკანონოდ გამოცხადდა და აპირებენ დემონტაჟს. სასამართლოში მერიის ეს ბრძანება გავასაჩივრეთ, კომპანია „სვეტის“ წარმომადგენლები უნებართვო მშენებლობის ბრალდებით პატიმრობაში იმყოფებიან, ჩვენ რა დავაშავეთ, აგვიხსნას ვინმემ“, – ამბობს დაზარალებული ლალი კომახიძე.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა წარმოებაში სარჩელს.

მსგავსი