ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ორი გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ორი გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმში, კობალაძის 8 ნომერში ორი გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვლილია ერთი ქალი და ერთი მამაკაცი. არსებული ინფორმაციით, ორივე უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ადგილობრივების განცხადებით, მამაკაცი სავარაუდოდ, მე-19 სართულიდან გადმოხტა, ქალის ცხედარი კი, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში იპოვეს.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დატოვე კომენტარი