ბათუმში, კლინიკა „მედცენტრში“ 73 წლის ექიმი გარდაიცვალა

16:02, 20.11.2020

ბათუმში კლინიკა „მედცენტრში“ 73 წლის ექიმი გარდაიცვალა.

როგორც „მედცენტრის“ ექიმმა, ზვიად ბახტაძემ აღნიშნა, პაციენტს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.

„პაციენტი ჩვენი კლინიკის ექიმი იყო, 14 ნოემბერს კოვიდდადასტურებული, ფილტვების 80-პროცენტიანი დაზიანებით მოათავსეს. მას გულის იშემიური დაავადება აღენიშნებოდა, – შუნტირება ჰქონდა გაკეთებული. 73 წლის მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა და სამწუხაროდ, დღეს გარდაიცვალა“, – განაცხადა ზვიად ბახტაძემ.

მსგავსი