ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 25 პაციენტი მკურნალობს
ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 25 პაციენტი მკურნალობს

ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ დღეის მდგომარეობით 25 ინფიცირებული მკურნალობს.

კლინიკის ინფორმაციით, ერთი პაციენტი მათ დღეს დილით შეემატათ.

საუბარია ე.წ. იმპორტირებულ, ანუ ქვეყანაში შემოტანილ შემთხვევაზე.

ინფიცირებული, რომელიც მარნეულის მკვიდრია, საქართველოში თურქეთიდან სარფის გავლით შემოვიდა.

ორი პაციენტია რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.

ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 252-ს შეადგენს, აქედან 63 გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსით სამი პაციენტი გარდაიცვალა.