ბათუმში, კლინიკა „მედალფა“ შესაძლოა, კიდევ სამმა გამოჯანმრთელებულმა დატოვოს
ბათუმში, კლინიკა „მედალფა“ შესაძლოა, კიდევ სამმა გამოჯანმრთელებულმა დატოვოს

ბათუმში კლინიკა „მედალფა“ შესაძლოა, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ სამმა პაციენტმა დატოვოს.

სამედიცინო დაწესებულების კლინიკური დირექტორის ალექსი გოხელაშვიკის განცხადებით, გამოჯანმრთელების სტადიაში მყოფ სამ პირს განმეორებით ანალიზს დღეს აუღებენ და პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

პირველი ტესტის შემდეგ მათ ვირუსი აღარ აღენიშნებათ. იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი ტეატის პასუხიც უარყოფითი იქნება, პაციენტები კლინიკას დატოვებენ.

ვირუსი განმეორებითი კვლევის შემდეგ არ დაუდასტურდა ასევე მედდასაც, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა, თუმცა მას კვლავ პნევმონია აღენიშნება, რის გამოც ის კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს.

გუშინ კლინიკა სამმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.

იმ შემთხვევაში, თუ ხვალინდელი პასუხებიც უარყოფითი იქნება, აჭარაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 12-ს მიაღწევს.