ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“ მოქალაქეთა ნაწილი აქციას მართავს
ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“ მოქალაქეთა ნაწილი აქციას მართავს

ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“ მოქალაქეთა ნაწილის აქცია მიმდინარეობს. ისინი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებენ.

აქციაზე პრემიერის დაწყების წინ სიტუაცია დაიძაბა. მაყურებლის გამოჩენას, რომლებიც შენობაში პოლიციის კორდონის გავლით შევიდნენ, აქციის მონაწილეები შეურაცხმყოფელი შეძახილებით შეხვდნენ.

კინოთეატრთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ისინი აქციის მონაწილეებს კინოთეატრთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.