ბათუმში კიდევ 39 პაციენტი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

23:41, 26.06.2020

ბათუმის ცხელების კლინიკებში დღეს მოთავსებულ 39 პაციენტს, რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებებს რესპირატორული ჩივილებით მიმართეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები.

აჭარა მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს, თუმცა რისკჯგუფების გამოკვლევები ყოველდღიურად გრძელდება.

რეგიონში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი უკვე ჩაუტარდა 19 700-მდე პირს.

კარანტინში რჩება 1 018, იზოლაციის სივრცეები კი უკვე დატოვა დატოვა 8 832-მა მოქალაქემ.

მსგავსი