ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა დაიწვა.

მძღოლმა გადმოსვლა მოახერხა, თუმცა ხალხმრავალ ქუჩაზე ცეცხლმოდებული ავტომობილი საფრთხეს ქმნიდა. შემთხვევის ადგილზე ორი სახანძრო ეკიპაჟი მივიდა. მათ ხანძრის ლიკვიდირება რამდენიმე წუთში შეძლეს.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.