ბათუმში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის ნებართვას ბათუმის მერი დღეს მოაწერს ხელს
ბათუმში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის ნებართვას ბათუმის მერი დღეს მოაწერს ხელს

ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ბათუმის მერია დღეს ნებართვას გასცემს. ამის შესახებ ქალაქის მერმა, ლაშა კომახიძემ განაცხადა.

მერი ამბობს, რომ უწყებას არ ჰქონდა არანაირი საფუძველი, მშენებლობის ნებართვის გაცემაზე თავი შეეკავებინა, რადგან კომპანიამ მოამზადა და წარმოადგინა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების კუთხით.

ტერმინალის მშენებლობას მოქალაქეთა ნაწილი აპროტესტებს. გაიმართა რამდენიმე საპროტესტო აქციაც, თუმცა მერი ამბობს, რომ ყველა კითხვაზე ამ დროისთვის ამომწურავი პასუხია გაცემული.

„ბათუმზე მეტი ტურისტული ისტორიის მქონე მსოფლიოს ბევრ ქალაქში მსგავსი და გაცილებით დიდი მასშტაბის ტერმინალები მოქმედებს და დასახლებულ პუნქტებს საფრთხეს არ უქმნის”,- განაცხადა ლაშა კომახიძემ.

შესაბამის დოკუმენტს მერი ხელს დღეს მოაწერს.