ბათუმში ისევ თოვს, მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები
ბათუმში ისევ თოვს, მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები

ბათუმში ტემპერატურა მინუს ოთხ გრადუსამდე დაეცა. მთელი ღამის განმავლობაში ქალაქის მერიის სამსახურები გზებს გაწმენდენ და ტექნიკურ მარილს დაყრიან.

დღის განმავლობაში მოსული თოვლის საფარის სიმაღლემ თითქმის ნახევარ მეტრს მიაღწია. იყო გარკვეული შეფერხებები ავტოტრანსპორტის გადაადგილების კუთხით ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, თუმცა ქალაქის მასშტაბით მუნიციპალური და სხვა სახის ტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობდა.

აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედებს საგანგებო შტაბები. მთიან რეგიონებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა, თუმცა ამ დროისთვის ყველა თემი ცენტრალურ გზასთან დაკავშირებულია. ინტენსიურად იწმინდება გზები. კურორტ გოდერძის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომანქანებით.

ბათუმში ამ დროისთვის ისევ თოვს.