ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“ -ში შევიდა ინფორმაცია ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში გაჩენილი ხანძრის შესახებ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. მეზობელი ბინებიდან დროულად მოხდა მოქალაქეების, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვნის გამოყვანა. პარალელურად, მიმდინარეობდა ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები.

სახანძრო-სამაშველო ჯგუფების ინფორმაციით, ბინიდან ცეცხლი გადასული იყო ქვედა სართულის აივანზე და არსებობდა ხანძრის მეზობელ ბინებზე გავრცელების საფრთხეც. მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიული რეაგირების შედეგად, მოახერხეს ხანძრის სრული ლიკვიდირება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა რვა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.