ბათუმში „იაფი სახლის” პროექტის ფარგლებში 40 ოჯახს ბინები გადაეცა
ბათუმში „იაფი სახლის” პროექტის ფარგლებში 40 ოჯახს ბინები გადაეცა

ბათუმის მერიის „იაფი სახლის” პროექტის ფარგლებში 40 ოჯახს ბინები გადაეცა. ბათუმის მერიის მიერ განხორციელებული პროექტის, ხელმისაწვდომი საცხოვრისის (ე.წ. იაფი სახლი) პირველი ეტაპი დასრულდა. ე. წ. იაფი სახლი იმ მოქალაქეებისთვის აშენდა, ვინც წლებია, ცხოვრობს ბათუმში და ვერ შეძლო საცხოვრისის შეძენა, აქვს მუდმივი შემოსავალი და შეძლებს ბინის ღირებულების დაფარვას ხანგრძლივი, შეღავათიანი დროის განმავლობაში.

დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, ლელა სურმანიძესთან ერთად პროგრამის ფარგლებში, ჯავახიშვილის ქუჩაზე აშენებულ ორ სახლში 40 ოჯახს ბინები გადასცა.

პროგრამაში მონაწილე ოჯახების შერჩევა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ, ბინების შერჩევა კი, ლოტოტრონის წესით განხორციელდა.

პროგრამის მეორე ეტაპის განცხადებების მიღება სექტემბრის ბოლომდე გრძელდება. ორივე ეტაპზე 80 ოჯახს გადაეცემა ბინა.

პროექტის ღირებულება სულ ოთხი მილიონ 667 ათას 746 ლარს შეადგენს.

დატოვე კომენტარი