ბათუმში გუშინ დაკავებული 12 პირიდან სამი ხელწერილით გაათავისუფლეს, რვა ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება, ხოლო მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული

11:16, 12.01.2025

ბათუმში გუშინ დაკავებული 12 პირიდან სამი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ში დაუდასტურეს.

პატიმრობაში რჩება ადმინისტრაციული წესით დაკავებული რვა პირი, რომლებსაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, ხოლო „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს გუშინ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ ხელწერილის საფუძველზე სამ პირთან ერთად გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი ხელმეორედ დააკავეს.

მსგავსი