ბათუმში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 250 მედიკოსი გამოიკვლიეს
ბათუმში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 250 მედიკოსი გამოიკვლიეს

ბათუმში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 250 მედიკოსი გამოიკვლიეს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ყველა ანალიზის პასუხი იყო უარყოფითი. გამოკვლეულთა შორის იყვნენ როგორც ცალკეული კლინიკების, ასევე სასწრაფო დახმარების მედიკოსები.

სამინისტროს ინფორმაციით, მედიკოსებისა და სხვა რისკ-ჯგუფების გამოკვლევის პროცესი გაგრძელდება. მედიკოსების შემდეგ მასობრივად გამოიკვლევენ საკარანტინო ზონების თანამშრომლებს.

უკვე გამოკვლეულია 150 მებაჟე, რომლებსაც ვირუსი არ დაუდასტურდათ.