ბათუმში გარემოვაჭრეები აქციას მართავენ 
ბათუმში გარემოვაჭრეები აქციას მართავენ 

ბათუმში გარემოვაჭრეები აქციას მართავენ. აქცია სავაჭრო ცენტრ „პლაზას“ ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

გარემოვაჭრეების განცხადებით, დილით სავაჭრო ადგილებზე თავიანთი პროდუქცია აღარ დახვდათ და მერიის წარმომადგენლებმა სარეალიზაციო საქონელი მოვაჭრეთა გაფრთხილების გარეშე წაიღეს.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მერიამ პროდუქცია და დახლები დააბრუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქუჩის გადაკეტვითა და აქციებით იმუქრებიან.

აქციაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.