ბათუმში გამოკვლეული 945 პირიდან კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა
ბათუმში გამოკვლეული 945 პირიდან კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა

ბათუმში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე 945 პირი გამოიკვლიეს. მათგან დადებითი პასუხი მხოლოდ ერთი იყო.

როგორც ცნობილია, ინფიცირებული თურქეთის მოქალაქეა. იგი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია და უკვე გადაყვანილია თურქეთის რესპუბლიკაში.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრში რჩება 18 ინფიცირებული.