ბათუმში გამოკვლეული 897 პირის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
ბათუმში გამოკვლეული 897 პირის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

ბათუმში კორონავირუსზე გასულ ღამეს 897 პირი გამოიკვლიეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგები უარყოფითია, შესაბამისად, არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა.

ამჟამად ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ-ცენტრში შვიდი ინფიცირებული მკურნალობს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს „ცხელების კლინიკაში“ მოთავსებულია მხოლოდ ერთი პირი, მისი ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი 33 337 პირს ჩაუტარდა. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 2071 მოქალაქე.